პრაქტიკული აკადემია

პროგრამის სახელწოდება - მულტიმედია ჟურნალისტიკის პროფესიული  პროგრამა

პროგრამის  ხანგრძლივობა: 3 თვე

სწავლების ენა – ქართული

 

პროგრამის მიზანი

სტუდენტებს  შეასწავლოს   თანამედროვე მულტიმედია  ჟურნალისტისთვის  საჭირო თემები. შესძინოს უნარები რომელიც  გახდის   კონკურენტულს    შრომით ბაზარზე  და ხელი  შეუწყოს მათ დასაქმებას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს  სურვილი გახდეს  მულტიმედია  ჟურნალისტი.

პროგრამის სტრუქტურა

მულტიმედია ჟურნალისტიკის პრაქტიკული აკადემიის პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო კომპონენტებს, პროგრამა    აგებულია  სასემინარო  შეხვედრებსა და  პრაქტიკულ მეცადინეობებზე. 

პროგრამის  განმავლობაში  სტუდენტები:

I-II კვირის   განმავლობაში გადიან    ინტენსიურ  სემინარებს,   მომდევნო 9   კვირის განმავლობაში   იძენენ  პრაქტიკულ  უნარ-ჩვევებს  5  სხვადასხვა  პლატფორმაზე  პრაქტიკულ  სამუშაოებში  ჩართულობით, XI- კვირის  განმავლობაში ისმენენ    პროგრამის  ირგვლივ  მოწვეული  სპიკერების საინტერესო  სემინარებს,  XI-XII კვირის  განმავლობაში  იწყებენ  ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობას.  

 

კურსის ბოლოს   თითოეული სტუდენტის  შეფასება   ხდება  ინდივიდუალური პროექტის   საფუძველზე.    

 

3  თვიანი პრაქტიკული  კურსის გავლის   შედეგ სტუდენტებს  ექნებათ  შესაძლებლობა  დასაქმდნენ   შემდეგ ორგანიზაციებში:

  • PalitraNews;
  • რადიო პალიტრა;
  • გაერთიანებული ნიუსრუმი.

 

მისაღები  სტუდენტების  რაოდენობა: 15

  • კურსის საფასური:
    600.00 ლარი
  • ნაკადი:
    3 - 02.09.2019
რეგისტრაცია

განრიგი

ნაკადი პერიოდი განრიგი
3 02.09.2019-02.12.2019 ორშაბათი-სამშაბათი- ოთხშაბათი-ხუთშაბათი- პარასკევი