ტრენერები

სოფიო გოლეთიანიტრენერი

 სოფია გოლეთიანი- გაყიდვების მიმართულების ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი.    სოფოს აქვს  კლენტებთან ურთიერთობის და მართვის 15 წლიანი გამოცდილება. მას დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსტეტის MBA ბიზნეს სკოლა და არის დოქტორანტი“. ამჟამად არის უძრავი ქონების გლობალური კომპანიის“ Colliers International Georgia”-ს კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი.

ნინო ბუაძეტრენერი

ნინო ბუაძე- ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ტრენერი.  აქვს  სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში ფსიქოლოგად და ტრენერად მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. ძირითადი სამუშაო მიმართულებები: ლიდერობა, გუნდური მუშაობა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარება,  მოლაპარაკების ტექნიკები, აქტიური გაყიდვები, დროის მენეჯმენტი და სერვის-პლუსი.    

ნიკა მალაზონიატრენერი

ნიკა მალაზონი- ოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, რომელსაც გააჩნია პროექტების და პროგრამების მართვის 15 წლიანი გამოცდილება. აქვს ტრენერად მუშაობის წლიანი  პრაქტიკა პროექტების მართვაში. ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალურ პროექტებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის WWF გერმანია, GFA Consulting და სხვ. ამჟამად მუშაობს გერმანული ორგანიზაცია - მიხაელ ზუკოვის ფონდის - პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ნინო ფეიქრიშვილიტრენერი

ნინო ფეიქრიშვილი- ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. არის ამერიკული საბჭოს საერთაშორისო განათლების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი. აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით. აქვს 3 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ გენერალური დირექტორის მოადგილედ ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით

თამარ ბირკაძეტრენერი

თამარ ბირკაძე- დიზაინერი, ნიუნბერგის მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში ხელოვნებათ მცოდენობის კურსის დასრულების  შემდეგ , მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას , კომპიუტერული გრაფიკული სისტემებისა და მედია ხელოვნების მიმართულებით. აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებში, ამჟამად მუშაობს კოლორ ჯგუფში მთავარი დიზაინერის პოზიციაზე.

მაკა ლომიძეტრენერი

მაკა ლომიძე- სატელევიზიო პროექტების ავტორი , ვიზუალური ეფექტების რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების და სარეკლამო რგოლების  პროდუსერი.  2004  წლიდან  სტუდია  "LIBERTV"-ის  დამფუძნებელი და  დირექტორია;  2006 წლიდან "CG STUDIO" კრეატიული დირექტორია, 2019 წლიდან კი კინოკომპანია "Wagonnet Films," -ის დამფუძნებელი.  მისი კარიერული წინსვლა მოიცავდა თითქმის ყველა მთავარ სატელევიზიო სივრცეს. წლების განმავლობაში იგი  რამდენიმე წამყვანი არხის გენერალური პროდიუსერი იყო.  მაკას ხელმძღვანელობით გადაღებულია ფილმები: „ზარი“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა იუნესკოს ეგიდით; „პირველი იყო სიმღერა“, რომელიც 2011 წელს დაჯილდოებული იქნა საერთაშორისო სატელევიზიო და ფილმოგრაფიულ ფესტივალზე - Golden Prauge  და  ა.შ   

ნინო ტურაშვილიტრენერი

ნინო ტურაშვილი- ჟურნალისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდური  და  ონლაინ  გამოცემების   პლატფორმებზე  მთავარი რედაქტორის პოზიციაზე. კითხულობს ტრენინგებს თემაზე- „აუდიტორიის ანალიზი და ციწფრული განვითარება“. აქვს  11 წელიანი  სამუშაო გამოცდიელბა . ამჟამად იგი  კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.