პრაქტიკული აკადემია არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე, აკადემიის მისია პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც დუალური საგანამანათლებლო პროგრამებით სხვადასხვა სფეროში მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.
სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსებს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კომპლექსურ პრაქტიკულ პროგრამებს, მოკლევადიან კურსებს და კორპორაციულ ტრენინგებს.
ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე.
თითოეული პროფესიული გადამზადების მოდული აგებულია სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების თეორიულ ნაწილსა და ჩვენი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე.