ტრენინგის ხანგრძლივობა - 5 შეხვედრა, 15 საათი
ტრენინგი აგებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ახლებურად გაიაზრონ მოვლენები და აღმოაჩინონ ინსაითები.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ქოუჩინგის ინსტრუმენტების გამოყენების გზით ისეთი პიროვნული და მენეჯერული უნარების გაუმჯობესება, როგორებიცაა:
- ემოციური ინტელექტი;
- კომპლექსური აზროვნება;
- გადაწყვეტილების მიღება;
- პრიორიტეტების განსაზღვრა;
- თანამშრომელთა ეფექტიან მართვა ქოუჩინგის ძირითადი ელემენტების გამოყენებით.
ტრენინგის მონაწილეები ასევე შეძლებენ ქოუჩინგის ძირითადი ელემენტების გამოყენებით თანამშრომელთა ეფექტიან მართვას.
ტრენინგის თემატიკა:
- ქოუჩინგი, როგორც განვითარების საფუძველი;
- ქოუჩინგის ძირითადი ელემენტები;
- ხედვის განსაზღვრა და მისი როლი ხედვის ჩამოყალიბებაში, რომელიც შთაგვაგონებს;
- პოზიტიური აზროვნება;
- ემოციური ინტელექტი, თვითცნობიერება და ღირებულებები;
- დროისა და ენერგიის მართვა, პირადი ცხოვრების ბალანსი;
- ქოუჩინგი და პროექტების მართვა;
- კრეატიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება;
- 12 ძირითადი ისტორია, რომლითაც ვმოქმედებთ ცხოვრებაში; შენი ცხოვრების ისტორია, სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ტრენინგ კურსი მოიცავს:
- თვითშეფასების ინსტრუმენტის გამოყენებას და მიღებული შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
- თემატური ქეისებისა და ვიდეომასალის განხილვას;
- მრავალფეროვან პრაქტიკული სავარჯიშოებს;
- სურვილის შემთხვევაში ინდივიდუალურ ქოუჩინგ-სესიის გავლას.
ტრენინგ კურსის ბოლოს მონაწილეები შეადგენენ ინდივიდუალური განვითარების გეგმას.