პრაქტიკული აკადემია

პროგრამის სახელწოდება - კონტენტ მარკეტინგი

პროგრამის  ხანგრძლივობა: 1 თვე, 16 საათი.

სწავლების ენა – ქართული

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის კონტენტ მარკეტინგი მსოფლიო ბიზნესს ამოძრავებს. დიდი და მცირე კომპანიები უკვე მიხვდნენ, რომ მომხმარებელთან მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობის დასამყარებლად კონტენტ მარკეტინგი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ კონტექსტური რეკლამისთვის ხარჯავენ.

 

ვისთვის არის კურსი?

მარკეტინგით დაინტერესებული ან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ასევე, ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს კონტენტ მარკეტინგი ან გაიუმჯობესოს კონტენტის შექმნის უნარები.

 

კურსის განმავლობაში:

  • შეძლებთ დააკვირდეთ, როგორ იქმნება მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა კომპანიისთვის და როგორ  ვრცელდება ის მიზნობრივ აუდიტორიაზე საჭირო პლატფორმების მეშვეობით;
  • ისწავლით, როგორ მიიპყროთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციით მომხმარებლის ყურადღება, რაც სამომავლოდ ბრენდს დაეხმარება ცნობადობის ამაღლებაში, ნდობის მოპოვებასა და ლოიალურობის გაზრდაში;
  • შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ და სრულყოფილად მართოთ კონტენტ მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა სოციალურ ქსელში თუ ვებ პლატფორმებზე;
  • შესაძლებლობა გექნებათ  ჩაერთოთ სამუშაო პროცესში და მონაწილეობა მიიღოთ კონტენტის შექმნაში.
  • განვიხილავთ ქართულ მაგალითებს და ვიმუშავებთ რეალურ ქეისებზე.

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

 

  • კურსის საფასური:
    400.00 ლარი
  • ნაკადი:
    1 - 28.04.2022
რეგისტრაცია

განრიგი

ნაკადი პერიოდი განრიგი
1 28.04.2022-28.05.2022 კვირაში 2-ჯერ, 2 საათი; დასაწყისი:18:00 საათი