პრაქტიკული აკადემია

პროგრამის სახელწოდება - მულტიმედია ჟურნალისტიკის   პროგრამა

პროგრამის  ხანგრძლივობა: 2 თვე

სწავლების ენა – ქართული

 

პროგრამის მიზანი

ჩვენი მიზანია სტუდენტებისა და  კურსდამთავრებულებისთვის 2 თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის შეთავაზება, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის ყველა იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემასა და გაზიარებას, რაც სამომავლოდ მულტიმედია ჟურნალისტად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს  სურვილი გახდეს  მულტიმედია  ჟურნალისტი.

 

პროგრამის სტრუქტურა

მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამა მოიცავს სასემინარო  შეხვედრებსა და  პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის  განმავლობაში  სტუდენტები  გაივლიან  ინტენსიურ სემინარებს და შეისწავლიან თანამედროვე მულტიმედია  ჟურნალისტისთვის  აუცილებელ საკითხებს.  ასევე გაივლიან პრაქტიკას  სხვადასხვა პლატფორმაზე.

 

კურსის პირველი თვე დაეთმობა თეორიულ ნაწილს - სულ 20 შეხვედრა, თითოეულის ხანგრძლივობა 2 საათი, ხოლო მეორე თვე მოიცავს პრაქტიკას.

კურსის ბოლოს   თითოეული სტუდენტის  შეფასება   ხდება  ინდივიდუალური პროექტის   საფუძველზე.    

 

2  თვიანი პრაქტიკული  კურსის გავლის შედეგ სტუდენტებს  ექნებათ  შესაძლებლობა  დასაქმდნენ   შემდეგ ორგანიზაციებში:

  • PalitraNews;
  • რადიო პალიტრა;
  • გაერთიანებული ნიუსრუმი.

 

მისაღები  სტუდენტების  რაოდენობა: 15

  • კურსის საფასური:
    550.00 ლარი
  • ნაკადი:
    6 - 01.02.2022
რეგისტრაცია

განრიგი

ნაკადი პერიოდი განრიგი
6 01.02.2022-01.04.2022 ორშაბათი-სამშაბათი- ოთხშაბათი-ხუთშაბათი- პარასკევი