პრაქტიკულმა აკადემიამ მეორე ნაკადის სტუდენტები მიიღო

სიახლე

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია, რად­გან თუ ხარ მულ­ტი­მე­დი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი, ნიშ­ნავს, რომ შენ მზად ხარ ყვე­ლაფ­რის­თვის: გა­და­ღე­ბის­თვის, სა­უბ­რის­თვის, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წე­რი­სათ­ვის და ყო­ველ­გვა­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ოს­თვის.

სწო­რედ ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა და­ი­წყო "პრაქტიკულმა აკადემიამ".

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის წარ­მა­ტე­ბამ, კარ­გი და­სა­წყი­სი შე­უქ­მნა პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას - შე­სა­ბა­მი­სად 2019 წლის 11 თე­ბერ­ვლი­დან, აკა­დე­მი­ის მე­ო­რე ნა­კა­დის სამ­თვი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი და­ი­წყო.

კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა პრაქტიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე  ნინო მა­რე­ხაშ­ვი­ლი:

- შე­იც­ვა­ლა თუ არა პირ­ვე­ლი ნა­კა­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­ო­რე ნა­კა­დის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი?

- კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უც­ვლე­ლია: პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი­ყო და ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად შერ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ასა­კობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბაც არის მათ შო­რის და თი­თო­ე­ულს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მათი ნა­წი­ლი არის სტუ­დენ­ტი, ნა­წილს აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­შიც თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს და რისი კე­თე­ბაც მოს­წონს... სა­ერ­თო ჯამ­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი შედ­გა, რომ­ლე­ბიც 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ "პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში" თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნი­ვი­თა­რონ.

კი­დევ ერთი პლატ­ფორ­მა შე­ე­მა­ტა მე­ო­რე ნა­კადს და სტუ­დენ­ტებს უკვე შე­ეძ­ლე­ბათ, პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ერ­თონ  მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ჩა­ი­ხე­დონ მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა წინა კურ­სის­გან სწო­რედ ეს მო­დუ­ლი გახ­ლავთ, რაც და­ე­მა­ტა ახა­ლი პლატ­ფორ­მის სა­ხით.

 

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი?

- მო­ლო­დი­ნე­ბი ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლეს, პირ­ვე­ლი ნა­კა­დი­დან რე­ა­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 90% უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს და ვთვლით, რომ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი კრი­ე­ტე­რი­უ­მი, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ შე­ვა­ფა­სეთ ეს პრო­ექ­ტი, ესეც გახ­ლდათ. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ  ეს ადა­მი­ა­ნე­ბი  რე­ა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კულ საქ­მე­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან უყ­ვართ.

 

კურ­სის შე­სა­ხებ ასე­ვე გვე­სა­უბ­რა, პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტი, თა­მარ ბო­კუ­ჩა­ვა.

- თა­მარ, 3-თვი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის შემ­დეგ, რო­მელ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ნაგ­რძობ უკვე თა­ნამ­შრომ­ლის რან­გში მუ­შა­ო­ბას?

- ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც ჩვენ გა­ვი­ა­რეთ სამ­თვი­ან სას­წავ­ლო პე­რი­ოდ­ში - ვმუ­შა­ობ კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე astrologi.ambebi.ge- სთვის ვწერ სტა­ტი­ებს და სტა­ტი­ებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ ვი­დეო კონ­ტენტზეც. მი­ხა­რია, რომ ჩემი წვლი­ლი შე­მაქვს ამ სა­ი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა რე­დაქ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, გახ­ლა­ვართ რა­დი­ოს ბა­დის მე­ნე­ჯე­რი.

 

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა შეხ­ვედ­რამ მე­ო­რე ნა­კა­დის სტუ­დენ­ტებ­თან?

- მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა. პირ­ვე­ლი რაც ვუ­თხა­რი მათ იყო ის, რომ შემ­შურ­დე­ბა იმ სე­მი­ნა­რე­ბის, რო­მელ­საც ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მო­ის­მე­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა­გან. მეც თუ მო­ვა­ხერ­ხებ და გა­მოვ­ყოფ დროს რომ და­ვეს­წრო გარ­კვე­ულ სე­მი­ნა­რებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო მეტ ცოდ­ნას შე­ვი­ძენ მათ­თან ერ­თად, ვი­ნა­ი­დან აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი დღე არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი მის­წრა­ფე­ბე­ბი, აკე­თონ ის რაც უყ­ვართ, იყ­ვნენ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი და თუ გა­მო­ავ­ლე­ნენ ნი­ჭ­სა და მონ­დო­მე­ბას, ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბათ! პი­რი­ქით მო­ე­მა­ტე­ბათ და წა­ი­ღე­ბენ აქე­დან ცოდ­ნას­თან ერ­თად უდი­დეს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას.