ანა სამსონია

ანა სამსონია

ტრენერი

ანა სამსონია არის ადვოკატი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი,  პალიტრა ჰოლდინგის სამართლის ჯგუფის დირექტორი. 

 

ანა სწავლობდა:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 
  • პასაუს უნივერსიტეტში (გერმანია), 
  • იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია),
  • ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე.

 

მიღებული აქვს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD),  ევროკომისიის "ერაზმუს +" და სხვ. სტიპენდიები. გავლილი აქვს სამოხელეო პრაქტიკა ავსტრიის ფედერალურ კანცელარიაში (ვენა).

 

აქვს სამართლის სწავლების გამოცდილება შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი);
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (იურიდიული ფაკულტეტი);
  • ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი);