ნინო ბერუაშვილი

ნინო ბერუაშვილი

ტრენერი

ნინო ბერუაშვილი - პროფესიონალი ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიანი გამოცდილებით. კარიერის მანძილზე მუშაობდა  სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. ამჟამად ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია.

 

ნინო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ფსიქოლოგიის მაგისტრია  და გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program).

 

ნინო ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრია.  გარდა ამისა, არის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London) და   დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამოდენიმე უნივერსიტეტში.