თეონა კუპატაძე

თეონა კუპატაძე

ტრენერი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრაქტიკული აკადემიის დირექტორი

თეონა კუპატაძე - პროფესიონალი ადამიანური კაპიტალის მართვის და სწავლების სფეროში 16 წლიანი გამოცდილებით. კარიერის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, უძღვებოდა ადამიანური კაპიტალის განვითარების, ტრენინგების და შეფასების პროგრამებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

 

თეონა ამჟამად პალიტრა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი და პრაქტიკული აკადემიის დირექტორია.

 

თეონა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი. ასევე, დამთავრებული აქვს პედაგოგიკის და კურიკულუმის განვითარების პროგრამა, ნიუ კოლეჯ ნოტინგემში.