ტრენინგები

პროგრამის სახელწოდება - ეფექტური უკუკავშირი

ჩატარების ფორმატი - პირისპირ

შეხვედრების რაოდენობა - 2 სატრენინგო შეხვედრა (4 საათი), 2 "follow up"  შეხვედრა (3 საათი)

ტრენინგ-კურსის ჯამური ხანგრძლივობა - 7 საათი

 

ტრენინგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის.  ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური უკუკავშირისათვის.

ტრენინგის მონაწილეები  follow up  შეხვედრებზე  შეძლებენ   ნასწავლი მეთოდების პრაქტიკაში გადატანის შესახებ გამოცდილების გაზიარეას, და მენტორისგან  რჩევების მიღებას.

 

ტრენინგის მიზანია:

თანამშრომლური და ნდობაზე დამყარებული უკუკავშირის განხორციელების მიზნით პრაქტიკული უნარების გამომუშავება და თეორიული ცოდნის გაღრმავება. 

 

მოსალოდნელი შედეგები:

  • მონაწილეები შეძლებენ პიროვნულ მახასიათებლებზე დაფუძნებით უკუკავშირის სწორი ფორმების მოძიებას და გამოყენებას. 
  • უკუკავშირზე დაყრდნობით გუნდის პროდუქტიულობის ზრდაზე, თანამშრომლური და ნდობაზე დამყარებულ გარემოს შექმნაზე ზრუნვას.
  • უკუკავშირის მეთოდების სწავლას და მათ პრაქტიკაში გადატანას.

250.00 ლარი

რეგისტრაცია

განხილული იქნება:

  • უკუკავშირის მნიშვნელობა გუნდის განვითარებისათვის და მისი გავლენა თანამშრომლების პროდუქტიულობაზე;
  • პიროვნების ტიპოლოგია,  უკუკავშირის სპეციფიური ფორმები და გზები;
  • უკუკავშირის გაცემისას ხშირად დაშვებული შეცდომები;
  • კომუნიკაციის სწორად დაგეგმვა და მოქმედების გეგმის შემუშავება;
  • უკუკავშირის მიღება. რთული  სიტუაციები და მათთან გამკლავება;
  • მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების პრაქტიკა უკუკავშირის კულტურის უწყვეტი სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის, აღნიშნული პრაქტიკის გავლენა პროდუქტიურობაზე.

 

მონაწილეებს ტრენინგის დაწყებისას გადაეცემათ სამუშაო რვეული, რომლებშიც შეძლებენ სავარჯიშოების და ქეისების დახმარებით  გამოიმუშავონ უკუკავშირის უნარ-ჩვევები.

  • კურსის საფასური:
    250.00 ლარი
  • ნაკადი:
  • 3 - 01.06.2022

ტრენერი

ნაკადი პერიოდი განრიგი
3 01.06.2022-11.06.2022 ივნისი