EXCEL-ის სწრაფი კურსი HR-ებისთვის

ტრენინგები

ტრენინგის დასახელება: EXCEL-ის სწრაფი კურსი HR-ებისთვის.

ტრენინგის ჩატარების ფორმატი: ონლაინ

შეხვედრების რაოდენობა: 4 შეხვედრა / 8 საათი

 

ტრენინგი მორგებულია HR-ის საჭიროებზე და მოიცავს იმ ფუნქციეიბსა და ფორმულებს, რომლებიც სფეროში დასაქმებულებს გაუმარტივებს სამუშაოს.

 

 

ტრენინგის თითოეული თემატიკა დატვირთულია მრავალფეროვანი და პრაქტიკული მაგალითებით, რომლებიც ტრენინგის მონაწილეს დაეხმარება მარტივად აითვისოს და გამოიყენოს ფორმულები, მარტივად დაამუშავოს საშუალო და დიდი ზომის ბაზები.

ტრენინგის თემატიკა:

 

I შეხვედრა: ექსელის ბაზის რედაქტირება

მონაწილე შეძლებს დააჯამოს, დაფილტროს, დაალაგოს სასურველი თანმიმდევრობით ინფორმაცია. ასევე მოძებნოს დიდი მოცულობის მონაცემებში მისთვის სასურველი.

 

ფორმულები / ოპერაციები:AutoSum; Common Formulas; Searching for Formulas; Copying Formulas; Using Relative and Absolute References ($); Show/Hide; Freeze Panes; Worksheet Backgrounds; AutoFill a Series; Sort & Filter; Find & Select.

 

II შეხვედრა: ვიზუალური ანალიტიკა. მონაცემთა ვალიდაცია

მონაწილე შეძლებს მონაცემების ვიზუალურ ფორმატირებას მისთვის სასურველი პირობებით. ასევე შეძლებს გარკვეული ვალიდურობის შეზღუდვების დადებას უჯრებსა და არეებზე.

 

ფორმულები / ოპერაციები: Highlight Cells Rules; Top/Bottom Rules; Data Bars; Color Scales; Custom Formatting  Rule; Data Validation; Removing Duplicates; Text To Columns.

 

III - IV შეხვედრა: ფორმულები

მონაწილე შეძლებს მონაცემთა ბაზაზე შემდეგი ოპერაციების ჩატარებას: დაჯამება, გამრავლება, საშუალო არითმეტიკულის პოვნა, ჩანაწერების დათვლა, მინიმუმის პოვნა, მაქსიმუმის პოვნა, ჩანაწერის დაშლა, დროითი ფუნქციების გამოყენება, პირობითი ჯამი, პირობითი თვლა, პირობითი საშუალო არითმეტიკული. ბაზების ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირი.

 

ფორმულები / ოპერაციები: Trace the Precedents and Dependents; sum; product; sumproduct; count; max; min; left; right; mid; day; month; year; today; average; Concatenate (&); if, if & if; sumif(s); countif(s); averageif(s); iferror; VLOOKUP; HLOOKUP

 

ჩამონათვალში მოცემული თითოეული თემატიკა, პროგრამის ფუნქციონალი და ფორმულა განხილული იქნება მაგალითების გამოყენებით და განმტკიცდება შესაბამისი პრაქტიკული დავალებებით.

  • კურსის საფასური:
    80.00 ლარი
  • ნაკადი:

ტრენერი

ნაკადი პერიოდი