ტრენინგის დასახელება: ფორმალური და არაფორმალური წერილობითი კომუნიკაცია
ტრენინგის ჩატარების ფორმატი: ონლაინ
შეხვედრების რაოდენობა: 4 შეხვედრა | 8 საათი
ტრენინგის მიზანია:
როგორც საქმიანი, ისე არაფორმალური კომუნიკაციისას გამართულად, სწორად წერისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; მართლწერის ძირითადი წესების სწავლება; სტილისტურად დახვეწილი კონტენტის მოსამზადებლად საჭირო ცოდნის ამაღლება; არსებული ხარვეზების გამოსწორება.
მიზნობრივი აუდიტორია:
ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც დღის განმავლობაში უწევს მეილების, განცხადებების, შეთავაზებების, ნებისმიერი ტიპის შეტყობინების წერა, ფორმალური ან არაფორმალური მიმოწერა.
170.00 ლარი
რეგისტრაციატრენინგის მიმდინარეობისას განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის ტექსტზე მუშაობის ძირითადი პრინციპები. მათ შორის ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციისას ყველაზე ხშირად დაშვებული უხეში შეცდომები, მათი გამოსწორების გზები.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს და შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარებათ წერის უნარების განვითარებაში, ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებაში.
ტრენინგის ძირითადი თემატიკა:
ნაკადი | პერიოდი |
---|---|
2 | 25.04.2023-20.05.2023 |