საწარმოო ტექნოლოგიების სასწავლო კურსი

ტრენინგები

კურსის სახელწოდება საწარმოო ტექნოლოგიების სასწავლო კურსი

ხანგრძლივობა – 1 თვე

სწავლების ენა – ქართული   

 

კურსის მიზანი

 

სასწავლო კურისის მიზანია კურსის მონაწილეს მოკლე დროში მოაწოდოს ის ცოდნა და დაეხმაროს იმ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც მას საწარმოო მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობისას გამოადგება. პრაქტიკული აკადემიის ფარგლებში ამ კურსის გავლა ხელს შეუწყობს გადამზადებული მონაწილეების განვითარებასა და წარმატებულ დასაქმებას.

 

საწარმოო ტექნოლოგიების, პოლიგრაფიასა და მომიჯნავე დარგების შემსწავლელი კურსი შეიქმნა ისეთი წარმატებული კომპანიების ბაზაზე, როგორებიცაა  "პოლიგრაფიული ჰაბი", "კოლორპაკი" "კრიალა" და "ჯეპ". 

კურსის შემუშავებში აქტიურად იყვნენ ჩართული დარგის სპეციალიტები, რომლებიც ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას და კარგად იცნობენ სპეციალობის ნიუანსებს.

 

სტუდენტები შეისწავლიან წარმოების საფუძვლებს, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, პოლიგრაფიულ და სხვა მიმართულებებს და თავად მიიღებენ მონაწილეობას პროდუქციის შექმნაში, ადმინისტრაციული პროცესების მართვაში.

 

სასწავლო კურსის მოიცავს როგორც თეორიულ  და პრაქტიკულ კომპონენტებს. აღსანიშნავია, რომ კურსის ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 90%) სწორედ პრაქტიკას ეთმობა.

 

კურსზე დაშვების წინაპირობა

 

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან. მონაწილეების მიღება მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

 

პრაქტიკული კურსის გავლის შედეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ შემდეგ ორგანიზაციებში:

  • კოლორპაკი
  • პოლიგრაფიული ჰაბი
  • კრიალა
  • ჯეპ

 

პირველი ნაკადისთვის პროგრამა უფასო იქნება, წარმატებული სტუდენტები კი სტიპენდიას მიიღებენ.

 

პრაქტიკული აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან და რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენებენ თავიანთ ცოდნასა და უნარებს.

 

 

მისაღები  სტუდენტების  რაოდენობა: 15

  • კურსის საფასური:
    0.00 ლარი
  • ნაკადი:
  • 1 - 15.11.2023
ნაკადი პერიოდი
1 15.11.2023-15.12.2023