პრაქტიკული აკადემია

პროგრამის სახელწოდება გრაფიკული დიზაინის  პრაქტიკული აკადემია

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე

სწავლების ენა – ქართული   

პროგრამის მიზანი

დიზაინის თავისებურებების შესწავლა 4  სხვადასხვა სფეროში: საგამომცემლო, სარეკლამო, ბეჭდური და ვებ დიზაინის მიმართულებით  პრაქტიკული აკადემიის  ფარგლებში გადამზადებული სტუდენტების   დასაქმების  ხელშეწყობა.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს  დიზაინერულ პროგრამებს: AdobPhotoshop, Adobe Illustrator და სხვა,  საწყის  დონეზე.

პროგრამის სტრუქტურა

გრაფიკული დიზაინის  პრაქტიკული აკადემიის პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო კომპონენტებს და შედგება არაუმეტეს 118 საათისგან, საიდანაც 18 საათი ეთმობა საბაზისო მოდულების გაცნობას, ხოლო 100 საათი - პრაქტიკულ სამუშაობს მენტორებთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში. სტუდენტები პროგრამის განმავლობაში მუშაობენ 5 სხვადასხვა  პლატფორმაზე.

2 თვიანი პრაქტიკული  კურსის გავლის შედეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ შემდეგ ორგანიზაციებში:

  • წიგნის  მაღაზიათა  ქსელი ბიბლუსი;
  • გამომცემლობა  პალიტრა  L; 
  • სტამბა   კოლორი;
  • სარეკლამო სააგენტოები.

 

მისაღები  სტუდენტების  რაოდენობა: 10

  • კურსის საფასური:
    500.00 ლარი
  • ნაკადი:
    2 - 05.09.2019
რეგისტრაცია

განრიგი

ნაკადი პერიოდი
2 05.09.2019-05.11.2019