HRM-ის პროფესიული პროგრამა

პრაქტიკული აკადემია

პროგრამის სახელწოდება -   HRM-ის  პროფესიული  პროგრამა

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე

 

პროგრამის მიზანი

შეასწავლოს პრაქტიკული აკადემიის სტუდენტებს ადამიანური კაპიტალის მართვის მეთოდოლოგია; რაც ხელს შეუწყობს  დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას, როგორიც არის: ადამიანური რესურსების დაგეგმვა, ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრა, საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების შერჩევის, მოზიდვისა და დაქირავების პროცედურების ანალიზი, ადამიანური რესურსების ადაპტაციისა და კარიერის მართვა, ადამიანური რესურსების სწავლება და განვითარება, ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობა, თანამედროვე  ტექნოლოგიების როლი ადამიანური  რესურსების  მართვაში, შეფასება სისტემები და  სხვა.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

კურსზე  დაშვების  წინაპირობა არ  არის.  

პროგრამა  განკუთვნილია

იმ  ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.

პროგრამის სტრუქტურა

HR- ის  პრაქტიკული აკადემიის პროგრამა აგებულია  სასემინარო  შეხვედრებსა და  პრაქტიკულ მეცადინეობებზე. პროგრამის  განმავლობაში  სტუდენტები  ესწრებიან ინტენსიურ  სემინარებს და გადიან პრაქტიკებს აკადემიის  პარტნიორ  ორგანიზაციებში .

 

მისაღები  სტუდენტების  რაოდენობა: 15

  • კურსის საფასური:
    600.00 ლარი
  • ნაკადი:
რეგისტრაცია

განრიგი

ნაკადი პერიოდი