სიახლე

თანამედროვე სამყაროში გრაფიკული დიზაინი იმდენად აქტუალურია, რომ მისი არარსებობა წარმოუდგენელიც კი არის. ვიზუალურმა კომუნიკაციამ  ქვებზე ამოკაწრული გამოსახულებებიდან - ციფრული პროდუქტის შექმნამდე დიდი გზა განვლო.  ეს ისტორია კაცობრიობის გამოცდილებებს აერთიანებს და დამწყები და პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა,  რადგან წარსულის შესწავლა ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გამოქვაბულის ნახატები
ადამიანებს უძველესი დროიდან ჰქონდათ მიდრეკილება ხელოვნებისკენ, ამის მაგალითი კი პრეისტორიული ხანის გამოქვაბულის გამოსახულებებია (დაწყებული ცხოველების ნახატებით- დამთავრებული ხელის ანაბეჭდებით),  რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსი აღმოჩენილი.

პირველი ლოგო - გვიანი 1400-იანები
პრინტის ინდუსტრიამ პირველად გამოიყენა ლოგო, მაგრამ ეს მხოლოდ ბრენდირების სერვისი არ ყოფილა, არამედ კომპანიის უნარების ერთგვარი გამომჟღავნება - ის, თუ რამდენად კარგად იყო დაპრინტული ლოგო, მიუთითებდა მთლიანად პრინტის მუშაობის სიძლიერეზე. პირველი ბეჭდვითი რეკლამა კი 1620 წელს გამოჩნდა.


The Wiener Werkstätte - გრაფიკული დიზაინის პირველი სააგენტო (1903 წელი)
Wiener Werkstatte პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც გააერთიანა ვიზუალური არტისტები, მხატვრები, არქიტექტორები და დიზაინერები. მათ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ დიზაინერული სტანდარტებისა და ტრენდების დაფუძნებაში.


ტერმინის „გრაფიკული დიზაინი“ პირველი გამოჩენა - 1922 წელი
წიგნის დიზაინერმა ვილიამ ედისონმა ტერმინი „გრაფიკული დიზაინი“ პირველად გამოიყენა სტატიაში, „New Kind of Printing Calls for New Design”, რათა აღეწერა ზუსტად რა როლი ჰქონდა მას წიგნის დიზაინის შექმნაში.

1950 წლიდან გრაფიკულმა დიზაინმა ნელ-ნელა განვითარება დაიწყო, ხოლო Adobe Photoshop პირველად 1990 წელს გახდა ხელმისაწვდომი, რომელმაც სრულიად ახალი შესაძლებლობები მისცა დიზაინერებს.

გრაფიკული დიზაინის ისტორია კვლავ გრძელდება, მთავარი კითხვა კი არის: „რა  იქნება მომავალში?“