სიახლე

ყველა წარმატებულმა დიზაინერმა კარიერა ერთი გზით დაიწყო - იდეა. მთავარი კითხვაა: როგორ უნდა აქციო შენი იდეები რეალობად?

შეისწავლე გრაფიკული დიზაინის ძირითადი ასპექტები - ტიპოგრაფია, ფერების შეხამება, გაზომვის საშუალებები და სხვა. ეს სფერო არ ნიშნავს უბრალო ფონტებისა და ფოტოების გაერთიანებას ერთ სივრცეში, რადგან კარგი დიზაინის აწყობას ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება. ზუსტად უნდა განსაზღვრო ობიექტების განლაგება, ობიექტებს შორის დაშორება, ფერების შეთავსება, ვიზუალური სტრუქტურა და ა.შ.

გაიგე კლიენტის სურვილები
 წარმატებული გრაფიკული დიზაინერები შეისწავლიან დამკვეთის ბრენდს და ამასთანავე იმ აუდიტორიას, რომელიც ამ ბრენდის პროდუქტს მოიხმარს. მაგალითად ვებ-საიტი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ვიზიტორებმა ადვილად შეძლონ სასურველი ინფორმაციის მიღება. თუ დიზაინერი ამას ვერ შეძლებს, მაშინ მომხმარებელი დაიბნევა, რადგან მისთვის სასურველ ქონთენთს ვერ იპოვის. 

ისწავლე კრიტიკა

საკმაოდ რთულია კრიტიკის სხვისგან მიღება, მაგრამ უფრო მეტად რთულია, რომ თავად განსაჯო სუბიექტურად შენი ნამუშევარი. კლიენტი, მომხმარებელი, საზოგადოება ყოველთვის ეცდება, რომ დიზაინში რაღაც მინუსი დაინახოს, ამიტომ კარგმა გრაფიკულმა დიზაინერმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ის ასპექტები, რაც შეიძლება ბუნდოვანი იყოს აუდიტორიისთვის და უფრო მეტად თვალსაჩინო გახადოს საკუთარი ნამუშევარი.
 

ისწავლე გრაფიკული პროგრამები - ფოტოშოპი და ილუსტრატორი
ეს ორი პროგრამა დღეს-დღეობით ყველაზე პოპულარულია, რადგან მათი ფუნქციები უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ, შექმნათ ისეთი პროდუქტი, როგორიც გსურთ, ეს იქნება უბრალოდ ფოტო-მანიპულაციები, ლოგოს შექმნა, ილუსტრაცია თუ სხვა.

აირჩიეთ კონკრეტული სპეციალობა
იმის ნაცვლად, რომ ბევრ მიმართულებას ერთდროულად „შეეჭიდოთ“, გირჩევთ, რომ ერთი სპეციალობა აიღოთ. მაგალითად, იმუშავეთ ლოგოს დიზაინზე, ვებ დიზაინზე, დიჯითალ დიზაინზე ან სხვა რომელიმე მიმართულებაზე.

შექმენით პორტფოლიო
პორტფოლიოს გარეშე გრაფიკული დიზაინერი წარმოუდგენელია, რადგან ეს არის ის, რაც კლიენტს წარმოდგენას უქმნის შენზე. ძლიერი პორტფოლიო დასაქმების ერთ-ერთი გარანტიაა. აირჩიეთ ხარისხი და არა რაოდენობა - სჯობს რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი გააერთიანოთ, ვიდრე ბევრი და უხარისხო.

პრაქტიკული აკადემია გაძლევს შესაძლებლობას, გაიარო ყველა ეს საფეხური, ისწავლო, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმდე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. დარეგისტრირდი ახლავე: https://bit.ly/2wnyHGt