სიახლე

ადამიანური რესურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორგანიზაციის ეფექტიანობას. კომპანიის  სტრატეგიული მიზნების  მისაღწევად საჭიროა  მრავალი ადამიანის ძალისხმევის კოორდინაცია და მათი მოტივირება. ამ მიზნის განხორციელებისთვის აუცილებელია იმ ძირითად პრინციპებს იცნობდეთ, რაც ადამიანური რესურსების მენეჯმენტისთვის არის საჭირო.
 

თუ HR მენეჯერობა გსურთ, აუცილებელია ორგანიზებული იყოთ. ეს მოიცავს დროის სწორ მენეჯმენტს და უნარს, რომ ყველა შესასრულებელი სამუშაო ეფექტურად განახორციელოთ. დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ უნდა გააკეთოთ, დაწყებული გასაუბრებების ჩატარებიდან, დამთავრებული პერსონალთან ურთიერთობით.

ადამიანური რესურსების მენეჯერებს აქვთ ნდობა, როგორც კომპანიისგან, ასევე დასაქმებული პერსონალისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიცვათ კონფიდენციალური ინფორმაცია და კომპანიის შინაგანა წესი.

კომუნიკაცია უმთავრესი ფუნქციაა, რადგან თქვენ გაქვთ  ურთიერთობა  არა მარტო დასაქმების მსურველებთან, არამედ უკვე არსებულ პერსონალთან.

იმისთვის, რომ კომპანიამ წარმატებულად შეძლოს ფუნქციონირება, აუცილებელია, HR დეპარტამენტმა უზრუნველყოს სხვადასხვა  შეხედულებები და  კომპეტენციების  მქონე  ადამიანების მართვა. 

ლიდერობა კი კარგი HR მენეჯერის ერთ-ერთი თვისებაა, რადგან თქვენ ექსპერტად ითვლებით თქვენს კომპანიაში და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, თანამშრომლები აუცილებლად თქვენს დეპარტამენტს მიმართავენ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოთ პროფესიონალი და ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე გქონდეთ პასუხი.

 

ადამიანური რესურსების მენეჯერის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს

  •  პერსონალის  სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც   კავშირში კომპანიის  სტრატეგიულ მიზნებთან, 
  • პერსონალის შერჩევა,
  • ტალანტების  მართვა,
  • პერსონალის  განვითარებაზე  ზრუნვა,  
  •  კომპენსაციებისა და ბენეფიტების  მართვა.

 

პრაქტიკულ  აკადემიაში ერთ-ერთი პროფესიული  პროგრამა  სწორედ  ადამიანური  რესურსების  მართვას შეასწავლის და  პრაქტიკულ სამუშაოებში  უშუალო მონაწილეობით  განისაზღვრება.   აღნიშნული  საგანმანათლებლო პროგრამა  დუალურ სწავლებაზეა დაფუძნებული: თქვენ მიიღებთ რელევანტურ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის გავლის შემდეგ დასაქმდებით თქვენი სპეციალობით.

გაიგეთ მეტი  პროფესიული პროგრამის  შესახებ:https://bit.ly/2wJcF0X