სიახლე

რა არის ბუღალტერია და მისი მიზანი?

ბუღალტერი საწარმოების ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად აღრიცხავს მასში  მიმდინარე ოპერაციებს, როგორებიცაა: პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა, ხელფასების გადახდა და სხვა.  ბუღალტრული აღრიცხვის მიზანი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ფულადი ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშგებაა. ეს ინფორმაცია გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუ როგორ უნდა მართო ბიზნესი.

რატომ უნდა ისწავლოთ ბუღალტერია?
 

ბუღალტერია თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ეს არის ბიზნესის ენა და ფინანსური ინსტიტუციების საფუძველი. დღეს-დღეობით ამ სფეროში უმთავრესი პრობლემა ეფექტიანი და კვალიფიციური კადრების მოძიებაა, ამის მიზეზი კი განათლებაა.

 პრაქტიკული აკადემია ამ მხრივ უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა, რაც კონკრეტული ორგანიზაციების საბუთების მაგალითზე ისწავლება,  როგორიცაა: მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის, ისე წარმოების სფერო.  


ამის გარდა, 2 თვიანი პროგრამის წარმატებით  დასრულების შემთხვევაში, გეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდეთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/31M7fRl


რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდეთ კარგი ბუღალტერი?

მათემატიკა
თუ გსურთ, რომ გახდეთ ბუღალტერი, მაგრამ ციფრები დიდად არ გიყვართ, მაშინ გაგიჭირდებათ ისიამოვნოთ მუშაობის პროცესით. ბუღალტრული აღრიცხვა არ მოითხოვს რთული მათემატიკური ფორმულების ცოდნას, მაგრამ თქვენ მოგიწევთ ურთიერთობა ფულთან, შესაბამისად, თუ თქვენს კლიენტს დააკარგვინებთ თანხას, რადგან მათემატიკა არ იცით ამ სფეროსთვის დამაკმაყოფილებელ დონეზე,  მაშინ თქვენთან თანამშრომლობა არავის მოუნდება. გარდა მათემატიკის ცოდნისა, აუცილებელია გესმოდეთ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, სტატისტიკა და რაღა თქმა უნდა - ფინანსები.

დეტალებზე ორიენტირება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც კარგ ბუღალტერს უნდა გააჩნდეს არის ის,რომ მუშაობის პროცესში  დეტალებზე ორიენტირებული და სრულად კონცენტრირებული იყოს. ერთმა შეცდომამ შეიძლება თქვენი მთელი შრომა წყალში ჩაყაროს, ამიტომ უნდა დაუკვირდეთ თითოეულ დეტალს.
 

ადაპტირება
ადამიანი, რომელიც მარტივად ადაპტირდება სიახლეებთან, აუცილებლად განვითარდება კარიერულად, რადგან ის ყოველ გამოწვევას უყურებს, როგორც შანსს განვითარებისთვის. საბუღალტრო ინდუსტრია საკმაოდ რთული და დინამიურია, შესაბამისად საჭიროა სწრაფი ადაპტირება და გადაწყვეტილებების მიღება.


 ორგანიზებულობა
 ბუღალტრებს უწევთ ბევრ დოკუმენტაციასთან, ციფრებთან და მონაცემებთან მუშაობა, შესაბამისად, საჭიროა ორგანიზებულობის უნარი, რათა არ დაკარგონ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სჭირდებათ.


საიმედოობა
ბიზნესისთვის აუცილებელია, ენდობოდეს ბუღალტერს, რადგან მას აქვს წვდომა იმ ინფორმაციასთან, რაც ძალიან კონფიდენციალურია. თუ ადამიანი სანდო არ არის, მაშინ ის იწვევს პრობლემებს.  

ეთიკა
იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული ბუღალტერი, აუცილებელია ეთიკა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედება, რათა პრობლემა არ შეუქმნათ ორგანიზაციას, სადაც იმუშავებთ.


წყარო: https://bit.ly/2XpPDuZ