სიახლე

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ დიდი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და და წარ­მო­იშ­ვა ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა - მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. ახლა უკვე სა­ბო­ლოო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ში, იქ­ნე­ბა ეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო, რა­დიო, პრე­სის თუ ციფ­რუ­ლი მე­დი­ის პრო­დუქ­ტი, ერთი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ამ პრო­დუქ­ტის შექ­მნის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა აით­ვი­სოს. მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი უნდა ერ­კვე­ო­დეს რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტურ ნორ­მებ­სა და სტან­დარ­ტებ­ში, ისე ტექ­ნი­კურ მხა­რე­ში, შე­ეძ­ლოს კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია.

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეს­წავ­ლას სთა­ვა­ზობს მსურ­ვე­ლებს.

მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის 3-თვი­ა­ნი პროგრამის ფარგლებში  დაინტერესებული პირები თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ის­წავ­ლი­ან. ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პროგრამის მენტორებისტუდენტებს  შე­ას­წავ­ლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას, რომ მათ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე და­საქ­მე­ბა შეძ­ლონ. კურ­სის უდი­დე­სი ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კა­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზე  კურსის  ხელმძღვანელი და  „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი მაკა ლო­მი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რას სთა­ვა­ზობს პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი მსურ­ვე­ლებს?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ყვე­ლა ას­პექტს შე­ის­წავ­ლი­ან. პრაქტიკული აკადემიის პარტნიორი  კომპანია  პალიტრა მედია  ჰოლდინგი  არაჩვეულებრივ  შესაძლებლობას    გვთავაზობს,  მე­დია სივ­რცე­ში, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ის, ისე ონ­ლა­ინ მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიიღონ  სტუდენტებმა  პრაქტიკული  გამოცდილება.  

 ვის შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნულ კურ­სზე სწავ­ლა?

- მულტიმედია  ჟურნალისტიკის  პროგრამაზე   სწავ­ლა 18 წლიდან   ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

- რო­გორ ხდე­ბა მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის  პროგრამაზე მი­ღე­ბა?

- სა­ინ­ტე­რე­სოა მი­ღე­ბის ფორ­მაც. მსურ­ვე­ლებ­მა უნდა გა­მოგ­ზავ­ნონ ვი­დე­ორ­გო­ლი - ვინ ვარ მე. ეს უნდა იყოს მარ­ტი­ვი ვი­დეო, თუმ­ცა მას­ში პო­ტენ­ცი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი გა­ივ­ლი­ან გა­სა­უბ­რე­ბას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­დე­ბა მათი მი­ღე­ბა.

 

- რო­გო­რია პროგრამის  ხან­გრძლი­ვო­ბა?

- სწავ­ლა 3 თვე გრძელ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა თე­ო­რი­უ­ლი სე­მი­ნა­რე­ბიც, თუმ­ცა უმე­ტე­სი დრო პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ეთ­მო­ბა.

 

- რა ღირს სწავ­ლა?

- სწავ­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 ლა­რია. გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი 30, 50 ან 100 % და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ. და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც. სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი კი პარტნიორ  კომპანიში არსებულ სხვადასხვა  მიმართულებებში  დასაქმდებიან