სიახლე

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია და ცოტა უც­ნა­უ­რიც, როცა პრო­ფე­სი­ა­ში შემ­დგა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას იწყებს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბა­ლე­ტის პე­და­გოგ­მა,    ნინო მა­ხა­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა, რის­თვი­საც   პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ას  მი­ა­კი­თხა და დღეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში პირ­ველი ნა­ბი­ჯების გადადგმა დაიწყო.

"ვსწავ­ლობ­დი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, მა­შინ ბა­ლე­ტი მო­და­ში არ იყო და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ ჩემს ამ ინ­ტე­რესს. ბა­ლე­რი­ნო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა ჩა­მე­ფუ­შა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა იქ იმ წელს გა­იხ­სნა. სტუ­დენ­ტო­ბას­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. 17 წლის ვი­ყა­ვი, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა რომ და­ვი­წყე, რად­გა­ნაც ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლის დიპ­ლო­მი მქონ­და. ლექ­ტო­რო­ბამ ცო­ტა­თი და­მა­ვი­წყა ოდეს­მე თუ მო­ცეკ­ვა­ვე­ო­ბა მინ­დო­და.

მერე ისე გა­მო­ვი­და, რომ 15 წელი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი, წრე მო­ვი­ა­რე, რაც ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­პი­რან­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე. 12 წლის წინ კი მო­მინ­და, რა­ღაც და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­კე­თე­ბი­ნა და სა­კუ­თა­რი სა­ბა­ლე­ტო სტუ­დია გავ­ხსე­ნი. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ბი­ჯი.

ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მომ­წონს, ბევ­რი რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მათ შო­რის, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა­საც. მიყ­ვარს ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა და მას თავს ვერ და­ვა­ნე­ბებ," - გვე­უბ­ნე­ბა ნინო, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა.

რო­გორც ამ­ბობს, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით სამ­სა­ხურს ეძებ­და, რად­გა­ნაც გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში უნ­დო­და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა, რაც მის­გან ყვე­ლას უკ­ვირ­და. მი­აჩ­ნდა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რე­სურ­სი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლია, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით არას­დროს უფიქ­რია. ბო­ლოს   პრაქტიკული აკადემიის  მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურსს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბედი სცა­და...

"სკეპ­ტი­კუ­რად კი მი­ვუ­დე­ქი, ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია და მე ვის დავ­ჭირ­დე­ბი, მაგ­რამ მოდი, ვცდი-მეთ­ქი. გა­მიკ­ვირ­და, რომ გა­მი­მარ­თლა. სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, კი მე­ში­ნო­და, მაგ­რამ თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! ახლა დრო კი­დევ მჭირ­დე­ბა, რომ უფრო ახალ პრო­ფე­სი­ა­ში თა­მა­მად ვიგ­რძნო თავი.

- თქვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გეს, რომ მათი პე­და­გო­გი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­და?

- თა­ვი­დან არ ვამ­ბობ­დი, არ ვი­ცო­დი, რა გა­მო­მი­ვი­დო­და, ახლა ბავ­შვე­ბიც მჭირ­დე­ბო­და გა­და­ცე­მის­თვის და დახ­მა­რე­ბის­თვის მათ მივ­მარ­თე.

 რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი "პა­ლიტ­რა ­ნი­უს­ზე"?

- აქამ­დე გა­და­ცე­მის აწყო­ბის­თვის მე­გო­ნა, 15 ადა­მი­ა­ნი იყო სა­ჭი­რო, ახლა მარ­ტოც ვუმკლავ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს. დღეს უკვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ჩემ­თვის არის პროგ­რე­სი, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და რა­ღაც ახ­ლის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

მონ­ტა­ჟი და­სა­წყის­ში ჩემ­თვის ჩი­ნუ­რი­ვით იყო, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლეც დავძლიე, დავ­რწმუნ­დი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის სწავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის შემ­დეგ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბამ მო­ი­მა­ტა. ერთი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, როცა "პა­ლიტ­რა ­ნი­უს­ზე" სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა   "პა­ტა­რა ექ­სპერ­ტე­ბი"  და­ვი­წყეთ. ბავ­შვე­ბი ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, არ მი­ჭირს. პა­ტა­რე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ერ­თია, მაგ­რამ მათ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა - მე­ო­რე.

ასე რომ,  პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია  არის აკა­დე­მია ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის და სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი რე­სურ­სის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ასე­თი შან­სი ყო­ველ­თვის არ გეძ­ლე­ვა.