სიახლე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 ახალ­გაზ­რდა ხდე­ბა სტუ­დენ­ტი და ამ­დე­ნი­ვე ამ­თავ­რებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე სა­ჭი­რო პერ­სო­ნა­ლის მო­ძებ­ნა მა­ინც პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლა­ხანს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის ინ­დექ­სის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, უმაღ­ლე­სი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. თუმ­ცა, კვლე­ვის კი­დევ ერთი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით - სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 110-ე ად­გილ­ზეა. რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ითხო­ვენ ისეთ ცოდ­ნას, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტებს ვერ აძ­ლე­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცალ­სა­ხა ხდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ცოტა ხნის წინ შე­იქ­მნა „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს 7 მი­მარ­თუ­ლე­ბით თე­ო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მა­ღა­ლი დო­ნის კვა­ლი­ფი­ცი­ურ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას მის­ცემს.

რო­გორც „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრო­ფე­სი­უ­ლი დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნი­სა და მი­წო­დე­ბის თან­ხვედ­რამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

- რა არის „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“?

- „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ არის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბა­ზე. „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ ბა­ზარს სთა­ვა­ზობს დუ­ა­ლურ სწავ­ლე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს სწავ­ლას პრაქ­ტი­კა­ში. ჩვე­ნი ყვე­ლა კურ­სი ამ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. ვი­წყებთ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბით, შემ­დეგ კი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დაგ­ვაქვს პრაქ­ტი­კა­ში. სწო­რედ ამი­ტომ მყა­რად ვამ­ბობთ, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ვაძ­ლევთ რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქმდნენ.

 

- დე­ტა­ლუ­რად რომ აგ­ვიხ­სნათ, რას ნიშ­ნავს დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, რა­საც მსურ­ვე­ლებს სთა­ვა­ზობთ?

- დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის დროს სტუ­დენ­ტი იღებს თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას. თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას იღე­ბენ სა­წარ­მო­ში ან კომ­პა­ნი­ა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, მათ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­უძ­ლი­ათ სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ერ­თონ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი პერ­სო­ნა­ლი ბა­ზარ­ზე მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია.

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30/70-ზეა. რიგ კურ­სებ­ზე პრაქ­ტი­კა უფრო მე­ტი­ცაა. მა­გა­ლი­თად, მულტიმედია ჟურ­ნა­ლის­ტიკის    კურ­სის ფარგლებში, პრაქ­ტი­კა მე­ტია. მონაწილეები კურ­სის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­დი­ან პრაქ­ტი­კულ საქ­მე­საც. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აქვთ თე­ო­რი­უ­ლი ლექ­ცი­ე­ბი მენ­ტო­რებ­სა და ტრე­ნე­რებ­თან. შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ.

გრაფიკული დიზაინის პროფესიული პროგრამის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბა ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი 2 კვი­რა ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ტარდება, რომ­ლის შემ­დე­გაც მონაწილეები პრაქ­ტი­კის­თვის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ნა­წილ­დე­ბი­ან.

 

- ვინ არი­ან "პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" ლექ­ტო­რე­ბი?

- ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კო­სე­ბი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით უკი­თხა­ვენ ლექ­ცი­ებს. ასე­ვე, გვყავს ტრე­ნე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვარ­ჩევთ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც. გვა­ხა­რებს ის ფაქ­ტი რომ პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან:

პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „ პრინ­ტა­რეა“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L, სტამ­ბა კო­ლო­რი, სტამ­ბა ფა­ვო­რი­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი - IPN, რა­დიო პა­ლიტ­რა, Palitra News და სხვა.

- ამ ეტაპ­ზე რა კურ­სებს სთა­ვა­ზობს "პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია" მსურ­ვე­ლებს?

- ამ ეტაპ­ზე აკად­მი­ა­ში 7 პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის მო­დუ­ლია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ესე­ნია:

  • მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა
  • გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი
  • შეს­ყიდ­ვე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი
  • ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი
  • ფი­ნან­სე­ბი და ბუ­ღალ­ტე­რია
  • შე­ფუთ­ვე­ბი­სა და კონ­ვერ­ტინ­გის სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბი
  • პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა

ამ­ჟა­მად აკა­დე­მი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად 2 პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი ნა­კა­დი­დან ჩვენს პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში: სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო IPN-ში, რა­დიო პა­ლიტ­რა­სა და PALITRANEWS-ში 4 სტუ­დენ­ტია და­საქ­მე­ბუ­ლი.

ახა­ლი ნა­კა­დი­დან კი უკვე ჰყავთ კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­თა და­საქ­მე­ბა­საც გეგ­მა­ვენ სა­მო­მავ­ლოდ.

რო­გორც კვლე­ვამ გვაჩ­ვე­ნა, პერ­სო­ნა­ლის მხრივ პრობ­ლე­მე­ბია სა­წარ­მოო პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ბევ­რი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, რომ წარ­მო­ე­ბის მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს და­ა­საქ­მე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ და­ვა­მა­ტეთ ორი მო­დუ­ლი - პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და შე­ფუთ­ვე­ბი­სა და კონ­ვერ­ტინ­გის სა­წარ­მოო პრო­ცე­სი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა სა­წარ­მოს სჭირ­დე­ბა. იგეგ­მე­ბა შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და სა­ბა­ჟო საქ­მის მო­დუ­ლე­ბის და­წყე­ბაც.