პრაქტიკული შრომის სამართალი

ტრენინგები

პროგრამის ხანგრძლივობა – 3 შეხვედრა, 6 საათი.

ჩატარების ფორმატი პირისპირ

სწავლების ენა – ქართული 

 

ტრენინგის მიზანია შრომის სამართლის პრაქტიკული ასპექტები და თანამედროვე სტანდარტები გააცნოს აუდიტორიას, ტრენინგი დაეხმარება მონაწილეს, შეძლოს  სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების პოვნა.

ტრენინგი დაფუძნებულია უახლეს სასამართლო პრაქტიკაზე. ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნება თანამედროვე პრობლემური ქეისები, მონაწილეები გაეცნობიან სფეროში საჭირო პრაქტიკულ დოკუმენტებს (შინაგანაწესი/ბრძანება და სხვ.)

150.00 ლარი

რეგისტრაცია

ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნება:

 

  • რა არის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები და რა შეიძლება იყოს მისი შინაარსი;
  • რა შემთხვევებში შეიძლება ხელშეკრულების დადება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, რა იურიდიულ შედეგებს იწვევს ის;
  • არასრული სამუშაოს, გამოსაცდელი ვადის, სტაჟირების რეგულირება;
  • როგორ შევცვალოთ შრომის ხელშეკრულების პირობები;
  • ცვლების, ზეგანაკვეთური სამუშაოს და მისი ანაზღაურების რეგულირება;
  • შრომითი ურთიერთობის შეჩერების და შეწყვეტის შესაძლებლობები;
  • შრომითი ურთიერთობის დარღვევით შეწყვეტის პრევენციის გზები;
  • გათავისუფლებული დასაქმებულის მოთხოვნები (აღდგენა/კომპენსაცია/ტოლფასი სამუშაო)
  • კოლექტიური დავის პრაქტიკული ასპექტები (მხარეთა უფლება-მოვალეობები, მიმდინარეობა, მოლაპარაკების გაფორმება);
  •  კოლექტიური ხელშეკრულების იდეა და შესაძლებლობები;
  •  როდის მივმართოთ შრომის ინსპექციას/როდის ტარდება ინსპექტირება/ინსპექციის მანდატი;
  • კურსის საფასური:
    150.00 ლარი
  • ნაკადი:

ტრენერი

ნაკადი პერიოდი