სიახლე

არ აქვს მნიშვნელობა გრაფიკული დიზაინერი ხართ თუ უბრალოდ ამ სფეროსთან გაქვთ შეხება, აუცილებელია, ადევნოთ თვალი ტრენდებს, რომლებიც დროის სვლასთან ერთად, მუდმივად იცვლება. იმის ცოდნა, თუ როგორ იცვლება და ვითარდება სტილი, დაგეხმარებათ, რომ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი მუდამ თანამედროვე იყოს. მოდით, განვიხილოთ 2019 წლის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი გრაფიკულ დიზაინში.
 

3D დიზაინი და ტიპოგრაფია

წლების განმავლობაში გრაფიკულ დიზაინის ნამუშევრები ბრტყელი იყო, მაგრამ 2019 წელს  სამგანზომილებიანი დიზაინია ტრენდული, რადგან ის სივრცით გამოსახულებას ქმნის. ეს მიმდინარეობა ტიპოგრაფიაშიც აქტუალურია, საიტზე https://fonts.adobe.com/ შეგიძლიათ იხილოთ 3D ფონტები.
 

ღია კომპოზიციები
დაემშვიდობეთ ჩარჩოებს,  2019 წელი თავისუფალი სტილის კომპოზიციებისაა, რადგან ღია ნამუშევრების დადებითი მხარე არის ის, რომ აუდიტორიას ფანტაზიას უხსნის და მათ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს.
 

ღია , მკვეთრი ფერები
ინტერნეტი სავსეა ვიზუალური კონტენტით. სოციალურ მედიაში ყოველ დღე 1.8 მილიარდი ფოტო-მასალა იტვირთება. არც ისე ადვილია, შენი მესიჯი აუდიტორიას მისწვდეს, ამიტომ რეკომენდირებულია, გამოიყენოთ ნათელი ფერები,რომელიც უფრო შესამჩნევს გახდის თქვენს პროდუქტს, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ წითელ ფონზე ყვითელი მუქი წარწერა გამოიყენოთ. შეარჩიეთ ფერთა პალიტრა გემოვნებით, ამაში დაგეხმარებათ საიტი: https://colorhunt.co/, რომელიც იდეალურია ფერთა შეხამების ინსპირაციისთვის.

გეომეტრიული ფორმები 
ტრენდი, რომელიც წელსაც არ კარგავს აქტუალურობას. 

იზომეტრიული დიზაინი

ღია კომპოზიციების დროს, ზოგიერთი ადგილი "შეუვსებელია", იზომეტრიული დიზაინის შემთხვევაში კი, მთლიანი სივრცე შევსებულია ილუსტრაციებით. ეს არის სამგანზომილებიანი ობიექტების ხატვის ტექნიკა ორგანზომილებაში: შექმნილი ნახატი მარტივია, მაგრამ ოდნავ სივრცით გამოსახულებასაც აქვს. 

თუ ჯერ დამწყები დიზაინერი ხარ და ფიქრობ, რომ ამ ტრენდების ერთიანად ათვისება გაგიჭირდება, მაშინ პრაქტიკული აკადემია გელის შენ. აქ ისწავლი მეტს, მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას და დასაქმდები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. რეგისტრაცია დაწყებულია და გრძელდება 29 მაისის ჩათვლით. http://practicalacademy.ge/courses/1-grafikuli-dizainis-profesiuli-programa/

სტატიის წყარო: https://blog.snappa.com/graphic-design-trends/