ტრენერები

ტრენერები

ნინო ტურაშვილიტრენერი

ნინო ტურაშვილი - პროფესიით ჟურნალისტი, მედია ექსპერტი, ტრენერი სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით;     წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების პლატფორმებზე მთავარი რედაქტორის პოზიციაზე.    ამჟამად  ნინო ტურაშვილი პალიტრა მედია ჰოლდინგში  ხელმძღვანელობს გაერთიანებული ნიუსრუმის და კონტენტ მარკეტინგის მიმართულებებს. ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის,  BTU-ს მოწვეული ლექტორია.    

ნინო ტურაშვილი

ნინო ბერუაშვილიტრენერი

ნინო ბერუაშვილი - პროფესიონალი ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიანი გამოცდილებით. კარიერის მანძილზე მუშაობდა  სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. ნინო არასამთავრობო ორგანიზაცია "MinDoor"-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.   ნინო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ფსიქოლოგიის მაგისტრია  და გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program).   ნინო ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრია.  გარდა ამისა, არის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London) და   დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამოდენიმე უნივერსიტეტში.

ნინო ბერუაშვილი

თეონა კუპატაძეტრენერი

თეონა კუპატაძე - პროფესიონალი ადამიანური კაპიტალის მართვის და სწავლების სფეროში 16 წლიანი გამოცდილებით. კარიერის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, უძღვებოდა ადამიანური კაპიტალის განვითარების, ტრენინგების და შეფასების პროგრამებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.   თეონა ამჟამად პალიტრა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი და პრაქტიკული აკადემიის დირექტორია.   თეონა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი. ასევე, დამთავრებული აქვს პედაგოგიკის და კურიკულუმის განვითარების პროგრამა, ნიუ კოლეჯ ნოტინგემში.

თეონა კუპატაძე

მარიამ აბულაძეტრენერი

მარიამ აბულაძეს - პროფესიონალი ტრენერობისა და პროექტების მართვის 13 წლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში. მათ შორის: CISV International, CCIIR - Centre For Civil Integration and Inter-Ethnic Relations, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლიბერთი ბანკი, EMT - განათლების და მართვის გუნდი, თეგეტა აკადემია, ეფეს საქართველო და სხვა.   2017 წლიდან არის საერთაშორისო ტრენერების და ტუტორების პლატფორმის წევრი (POINT - Platform for Opportunities and Ideas in Non-Profit Training). ასევე, ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩინგის პროგრამის კურსდამთავრებულია.   მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს თანამშრომელთა განვითარების სისტემის შექმნა და მართვა, ბიზნეს განვითარება - კომპლექსური მიდგომა მათ შორის გაყიდვების, ადამიანური რესურსების და მოქმედი სისტემების / სტრუქტურების შეფასება-ცვლილებით, მენეჯმენტი და ქოუჩინგი.

მარიამ აბულაძე

ნათია ობგაიძეტრენერი

ავერსის კლინიკისპერსონალის შერჩევისადა განვითარებისჯგუფის უფროსი; ფსიქოლოგი, ტრენერისწავლების 5 წლიანიგამოცდილებით; გურამ თავართქილაძისსახელობის სასწავლოუნივერსიტეტისმოწვეული ლექტორი.

ნათია ობგაიძე

ანა მარშანიატრენერი

ანა მარშანია - ჟურნალისტი; წამყვანი; რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი; ანა არის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა და PR-სა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსდამთავრებული. აქვს პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში, ვებზე, ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობის 20-წლიანი და ტრენერად საქმიანობის 4-წლიანი გამოცდილება.   ანა არის წერილობითი კომუნიკაციის პროგრამის ტრენერი; "პრაქტიკული აკადემიის" მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის მენტორი.

ანა მარშანია

ანა სამსონიატრენერი

ანა სამსონია არის ადვოკატი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი,  პალიტრა ჰოლდინგის სამართლის ჯგუფის დირექტორი.    ანა სწავლობდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  პასაუს უნივერსიტეტში (გერმანია),  იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია), ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე.   მიღებული აქვს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD),  ევროკომისიის "ერაზმუს +" და სხვ. სტიპენდიები. გავლილი აქვს სამოხელეო პრაქტიკა ავსტრიის ფედერალურ კანცელარიაში (ვენა).   აქვს სამართლის სწავლების გამოცდილება შემდეგ უნივერსიტეტებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი); საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (იურიდიული ფაკულტეტი); ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი);

ანა სამსონია

გიორგი ტალახაძეტრენერი

ბიბლუსის რეპორტინგისა და კომერციული ანალიზის მენეჯერი; განათლებით ეკონომისტი, 6 წლიანი სამუშაო გამოცდილებით რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით; ტრენერი სწავლების 3 წლიანი გამოცდილებით.

გიორგი ტალახაძე

სოფიო გოლეთიანიტრენერი

სოფია გოლეთიანი - გაყიდვების მიმართულების ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი.    სოფოს აქვს  კლენტებთან ურთიერთობის და მართვის 15 წლიანი გამოცდილება. მას დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსტეტის MBA ბიზნეს სკოლა და არის დოქტორანტი“. ამჟამად არის უძრავი ქონების გლობალური კომპანიის“ Colliers International Georgia”-ს კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი.

სოფიო გოლეთიანი

ნია ვახტანგიშვილიტრენერი

ნია ვახტანგიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, გაყიდვების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებით. წლების განმავლობაში მუშაობდა გაყიდვების და მედია გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად მუშაობს პალიტრა მედია ჰოლდინგის სარეკლამო დეპარტამენტში უფროსი მედია კონსულტანტის პოზიციაზე.   ნია ასევე არის რამოდანიმე უნივერსიტეტის ლექტორი. ასწავლის ეფექტურ გაყიდვებს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა  ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი   (BTU)   და    საქართველოს ეროვნული უნივერსიტი (SEU) .  

ნია ვახტანგიშვილი

თამარ ბირკაძეტრენერი

თამარ ბირკაძე- დიზაინერი, ნიუნბერგის მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში ხელოვნებათ მცოდენობის კურსის დასრულების  შემდეგ , მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას , კომპიუტერული გრაფიკული სისტემებისა და მედია ხელოვნების მიმართულებით. აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებში, ამჟამად მუშაობს კოლორ ჯგუფში მთავარი დიზაინერის პოზიციაზე.

თამარ ბირკაძე